საქართველოში კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, გირო კრედიტი მომხმარებლებს სთავაზობს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობას 2020 წლის 01 ივნისამდე.
აღნიშნული შეღავათი გავრცელდება ყველა ტიპის საკრედიტო პროდუქტზე, რომლებიც გაცემულია 2020 წლის 16 მარტამდე.

ხშირად დასმული კითხვები:

მომხმარებლებს, რომელთაც ეკისრებათ სასეხო ვალდებულების გადახდა 2020 წლის 16 მარტიდან, ეძლევათ შესაძლებლობა ფილიალში ვიზიტის გარეშე გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი 2020 წლის 1 ივნისამდე.

1. ვისზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი?
ყველა მომხმარებელზე

2. რომელ პროდუქტებს შეეხება საშეღავათო პერიოდი?
ყველა საკრედიტო პროდუქტს: ოქროს ლომბარდს, ავტო ლომბარდს, იპოთეკური სესხს, ბიზნეს სესხს.

3. რა იგულისხმება საშეღავათო პერიოდში

  • მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და გადაუხდელობის გამო იმყოფებიან ვადაგადაცილებაში, დაუკორექტირდებათ მარტის თვის განმავლობაში სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი უარს განაცხადებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი შეეხება მარტის, აპრილის და მაისის თვის გადასახდელებს.
  • მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და უკვე განახორციელეს გადახდა, საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს აპრილის და მაისის თვეების გადასახდელებზე.
  • მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და გადახდის თარიღი ჯერ არ დამდგარა, საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს მარტის, აპრილის და მაისის თვეების გადასახდელებზე.
  • საშეღავათო პერიოდი მოქმედებს შესაბამის პერიოდში გადასახდელ სესხის ძირითად თანხაზე და საპროცენტო სარგებელზე.

4. რა პირობებით უნდა მოხდეს საშეღავათო პერიოდში გადავადებული ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვა?

  • ანუიტეტური გრაფიკის მქონე სესხებზე სესხის მოქმედების ვადა გაიზრდება საშეღავათო პერიოდის შესაბამისად, ხოლო გადავადებული ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი გადანაწილდება სესხის ვადაზე.
  • სალომბარდე ტიპის სესხების შემთხვევაში საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება ერთიანად საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ.

5. გრძელდება თუ არა საშეღავათო პერიოდში სესხზე პროცენტის დარიცხვა?
დიახ, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება საშეღავათო პერიოდში, რაც გამოიწვევს ყოველთვიური გადასახდელი თანხის გაზრდას.

6. როგორ გაიგებს მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესახებ?
ყველა მომხმარებელი მარტის თვეში მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

7. როგორ გაიგებს ის მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესახებ, რომლებმაც 24 მარტამდე განახორციელეს სესხის გადახდა?
ყველა ასეთი მომხმარებელი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

8. რა პროცედურით მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა?
მომხმარებლებისთვის საშეღავათო პერიოდის გააქტიურება მოხდება ავტომატურად, გარდა იმ პირებისა, ვინც შესაბამის ვადაში უარს განაცხადებენ საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე.

9. როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, ვისაც არ სურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა?
საშეღავათო პერიოდით სარგებლობასთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია შემდეგი წესით: შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე გამოგზავნოს ციფრი 0, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის გავრცელებაზე უარის თქმას.

10. როგორ გავიგებ ინფორმაციას ახალი გადახდის გრაფიკის შესახებ?
აპრილის თვეში ყველა მომხმარებელს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნება ინფორმაცია გადასახდელი თანხისა და გადახდის გრაფიკის შესახებ.

11. დაეკისრება თუ არა მომხმარებელს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო?
იმ მომხმარებლებს, რომლებიც ისარგებლებენ საშეღავათო პერიოდით, იგივე პერიოდში სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში არ დაეკისრებათ წინსწრებით დაფარვის საკომისიო ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში.

12. რა თარიღამდე გაცემულ საკრედიტო პროდუქტებზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?
საშეღავათო პერიოდი ვრცელდება მიმდინარე წლის 16 მარტის ჩათვლით გაცემულ საკრედიტო პროდუქტებზე. 16 მარტის შემდეგ გაცემულ საკრედიტო პროდუქტებზე მოხდება ინდივიდუალურად განხილვა.

ზევით

მოგვწერეთ !

)
    is typing...

    შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და გამოგვიგზავნეთ შეტყობინება.

    გაგზავნა დახურვა